დაგროვებითი პენსიით 24 823-მა ადამიანმა ისარგებლა - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის 31 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი.
ამავე მონაცემებით, პენსიის სახით გაიცა 112 მლნ ლარი.
2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.686 მლნ ადამიანს შეადგენს.
საპენსიო ფონდის თანახმად, ფონდის აქტივების ღირებულებამ 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.