დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 01:10 საათზე, ონთან 3.1 (ML)მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
შეგახსენებთ , რომ გასულ კვირას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კიდევ 3 მიწისძვრა მოხდა 15 მარტს , მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე, ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. 13 მარტს ერთი საათის ინტერვალში 2 მიწისძვრა დაფიქსირდა . მიწისძვრის ეპიცენტრი მაშინაც ონთან, იმავე ზონაში სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ 3.7 (ML) და 4.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.