4.125 მლრდ დოლარი - ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. ბოლო 1 წელიწადში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 608.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
გასულ წელს ყველაზე მეტი შემოსავალი მესამე კვარტალში მივიღეთ და ამ მაჩვენებელმა 1.447 მლრდ დოლარი შეადგინა. შემოსავლებში რუსი ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლები ლიდერობს, რამაც 938 მლნ დოლარს გადააჭარბა.
შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების მიხედვით:
- რუსეთი 938.3 მლნ დოლარი
- თურქეთი 639 მლნ დოლარი
- EU / დიდი ბრიტანეთი 6 მლნ დოლარი
- ისრაელი 308.2 მლნ დოლარი
- უკრაინა 5 მლნ დოლარი
- სომხეთი - 161. 4 მლნ დოლარი
- აზერებაიჯანი 6 მლნ დოლარი
- ირანი 128.2 მლნ დოლარი
- ბელარუსი - 102.7 მლნ დოლარი
- საუდის არაბეთი - 100.7 მლნ დოლარი
- სხვა ქვეყნები 879.2 მლნ დოლარი
ეროვნული ბანკის შეფასებით 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 42.5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი პირები, ამიტომ მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
ტურიზმის შემოსავლებში ასევე არ არის გათვალისწინებული 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.5% და უკრაინის მოქალაქეების 30.3%.