საქართველოს მთავრობა დღეს 10 საკითხზე იმსჯელებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული განსახილველი საკითხებია:
1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გლობალური სავაჭრო ჯგუფი“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრა თბილისის ტერმინალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი ლელა ვახანიასათვის და შპს „თოგენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „თბილისო 2022“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ერთობლივი საწარმო ,,POLAT YOL &MAPA’’-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
8. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
10. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”
მომხსენებელი: ო. შამუგია.
რა საკითხებზე იმსჯელებს მთავრობა დღეს?
336
|