gorgia
ავერსი legi

საქართველოში ოქროს ფასი სტაბილურ ნიშნულზეა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 387 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 290 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 226 ლარია. 

რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის 1 გრამი 5.43 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 6.79 ლარი.

მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 425 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 2.13%-ით მომატებული ფასია. 3.85%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 75.63 დოლარი ღირს.

235