ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა.
საქსტატის ცნობით, ფასები მომატებულია 46.4 პროცენტით მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილი და ყურძენი 12.9 პროცენტით გაძვირდა, თევზეული – 9.7 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.8 პროცენტით. 5.8 პროცენტითაა გაძვირებული მინერალური წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, ყავა, ჩაი და კაკაო კი 1.8 პროცენტით.
ამასთან, ფასები -26.3 პროცენტით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, პური და პურპროდუქტები -7.9 პროცენტით გაიაფდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -1.2 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი ფასებმა -0.3 პროცენტით იკლო.