
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის ატამი, ლიმონი და ქლიავი.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების ათეული, რომლის ფასიც სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა:
ატამი - 84.5%
ლიმონი - 82%
ქლიავი - 79%
მსხალი - 61.1%
მწვანე ლობიო - 55.1%
კიტრი - 46%
საზამთრო - 37%
მწვანილი - 36%
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 35%
ვაშლი - 32%