საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 26.3 პროცენტით, პირადი ჰიგიენაზე – 5.7 პროცენტი.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 6.8 პროცენტით მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის, ისე 6.4 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 11.2 პროცენტი გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთებასა და ფაქტიურ გადასახადზე საცხოვრებელზე – 9.9 პროცენტით.
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე – 4.8 პროცენტით და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 3.2 პროცენტით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი კლება, რაც -0.42 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. -24.4 პროცენტით ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. პური და პურპროდუქტები -8.8 პროცენტით გაიაფდა. ფასების -2.9 პროცენტანი კლება დაფიქსირდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -1.2 პროცენტით გაიაფდა. ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 15.3 პროცენტით, თევზეულზე – 6.9 პროცენტით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 6.0 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასებმა 5.9 პროცენტით მოიმატა.