სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფზე.
საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 17.6 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, 4.7 პროცენტით – სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და 3.4 პროცენტით – სატრანსპორტო მომსახურებაზე.
ამასთან, ფასები 0.7 პროცენტით მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზეც, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა.
ხილი და ყურძენი 38.1 პროცენტით გაძვირდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – 4.5 პროცენტით. 4.0 პროცენტითაა ფასები მომატებული მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2.5 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 2.0 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 1.0 პროცენტით.
ამასთან, ფასები -14.9 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. პური და პურპროდუქტები -5.1 პროცენტით გაიაფდა. რძე, ყველი და კვერცხი კი – -2.1 პროცენტით.