2022 წლის შემოდგომაზე, ყაზახეთის ნავთობკომპანიებმა დაიწყეს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება ევროკავშირში ნავთობის მიწოდებისთვის. ეს ახლა კეთდება კასპიის მილსადენის კონსორციუმის გვერდის ავლით, რომელიც აკავშირებს დასავლეთ ყაზახეთის საბადოებს ნოვოროსიისკის პორტთან.
ინფორმაციას ღეუტერს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თანახმად, ყაზახურ-ამერიკული ერთობლივი კორპორაცია თენგიზცჰევროილ ოქტომბერში ფინეთში რკინიგზით დაახლოებით 1000 ტონა ნავთობის მიწოდებას გეგმავს.
ნავთობკომპანია თოტალ & Dუნგა 2022 წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენამდე კასპიის ზღვის პორტის აქტაუს გავლით 200 ათას ტონამდე ნავთობის მიწოდებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ივლისში ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია დაავალა. მან პრიორიტეტული უწოდა ტრანსკასპიურ მარშრუტს, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე და მიდის ევროპის ქვეყნებისკენ, რუსეთის გვერდის ავლით.