რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური ხასიათის დამატებითი ღონისძიებების შესახებ".
დადგენილება გულისხმობს 2 მარტიდან ქვეყნიდან 10 ათას დოლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გატანის აკრძალვას.
ადრე რუსეთიდან 10 ათას დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანისთვის საჭირო იყო მისი დეკლარირება.
გარდა ამისა, 2 მარტიდან დაწესებულია სპეციალური წესი არამეგობრული ქვეყნების მოქალაქე პირებთან აქციებსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე.