პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ როცა არ არის ნათელი საქართველოს ეროვნული ბანკის ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი. ვიდრე არ გაირკვევა სიტუაცია სებ-ის ირგვლივ, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატურების წარმოდგენაზე“, - განაცხადა მსხილაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, კანონით არ არსებობს ბერკეტი, რომლითაც პრეზიდენტი კანდიდატურებს უკან გაიწვევს.