პირბადის ტარების წესების დარღვევის განმეორებაზე ჯარიმა სავარაუდოდ გაორმაგდება - ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
პრემიერმა დღეს შეზღუდვების მოხსნაზე, ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნასა და რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა. „მიუხედავად გახსნისა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. თითოეული ნაბიჯი ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის, არამედ თითოეული ორგანიზაციის. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვის გამკაცრებაზე უნდა ვიზრუნოთ. მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა შესაძლოა გაორმაგდეს. თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური ვერ მოიფიქრა, რაც არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ტესტირება და ვაქცინაცია“, - განაცხადაგახარიამ.
შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნას - 15 თებერვლიდან რესტორნების ღია სივრცეები ამუშავდება, ამავე თარიღიდან გაიხსნება სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით; 8 თებერვლიდან იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვები შაბათ-კვირას კვლავ ძალაში დარჩება.