jan-medi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დღემდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

236