celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველომ Pfizer-ის 29.250 დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.
 
კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
 
Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება. 
 
მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.  
 
ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია მალე 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებზეც გავრცელდეს.
 
ცნობისთვის , ამ დროისთვის საქართველო მსოფლიოს 135 ქვეყანას შორის ვაქცინაციის ტემპით და აცრილი ადამიანების რაოდენობით ბოლოდან მეათე ადგილზეა. საქართველოში დღემდე სულ 3818 ადამიანი აიცრა. 
 
 
1500